"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სექტემბერში საერთო შემოწირულების თითქმის ნახევარი მიიღო
თათია ჩაფიჩაძე
08.10.18 11:49
• 877
1-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, შემოწირულებების საერთო მოცულობამ 930 ათასს გადააჭარბა. ყველაზე მეტი შემოწირულობა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო. მათზე საერთო შემოწირულებების თითქმის ნახევარი - 442,691 ლარი მოდის. მეორე ადგილს იკავებს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. მის სასარგებლოდ ჩარიცხული თანხის მოცულობამ სექტემბერში 332,245 ლარი შეადგინა. მესამე ადგილზე კი 91,196 ლარით “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” არის. „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" - 35 000 ლარი; დამოუკიდებელი კანდიდატი ბესარიონ თედიაშვილი - 13 000 ლარი;
„თავისუფალი დემოკრატები" - 9 700 ლარი; „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" - 4 600 ლარი; „თავისუფალი საქართველო" - 1 010 ლარი; „ეროვნული ფორუმი" - 350 ლარი და ყველაზე ცოტა 200 ლარის ოდენობით შემოწირულობა მიიღო საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა კახაბერ ჭიჭინაძემ.
ყველაზე მსხვილი შემომწირველების მონაცემებსაც თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ირაკლი ნადირაძემ 4 სექტემბერს 12 000 ლარი შესწირა, გიორგი ბოტკოველმა 10000; ასევე 10000 დიანა მაზურენკომ, 12000 ასევე ირიცხება ლევან ხაბეიშვილის მიერ. ნიკოლოზ ვაჩეიშვილისგან და გიორგი ვალიშვილისგან 15 000-15000, 30 000 ნიკანორ მელიასგან, ხოლო დავით კირკიტაძისგან 60 000 ლარი. ასევე 30 000 ლარი ჩაურიცხა „ნაციონალურ მოძრაობას“„ავტოჰაუსმა.“ სალომე ზურაბიშვილისთვის ჩარიცხულ თანხებს თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ რაოდნეობის მხრივ შემომწირველები სამეულში მყოფი პარტიებისგან განსხვავებით საკმაოდ მცირეა, თუმცა სოლოდურია ის თანხმები რაც მის სასარგებლოდ ირიცხება.
50 000-50 000 ლარი შესწირეს სალომე ზურაბიშვილს ვახტანგ ლაღიძემ და დავით თოფურიძემ. კახაბერ კობაივანოვმა, ირაკლი ქაფიანიძემ და დიმიტრი ადამიამ 60 000- 60 000. თემურ მაცაბერიძემ კი 30 000 ლარი.
ინფორმაციისთვის ბოლო მონაცემებით ირაკლი ქაფიანიძე „პრაიმ არქის“, დიმიტრი ადამია „გორგასალი რეზიდენის“ ხელმძღვანელებადა, ხოლო კახაბერ კობაივანოვი „ევრაზია დეველოპმენტ გრუპის“ 100%-იანი წილის მმრთველად ფიქსირდება.
რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ ამ შემთხვევაში ყველაზე მსხვილი შემოწირულება სექტემბერში ფიქსირდება ნათია მილდიანის მიერ - 10 000 ლარი; გურამ იაშვილი - 5 000; სიმონ პარუნაშვილი - 2800; 2000-2000ლარი კი პარტიამ ზურაბ სადათიერაშვილისგან და არსენ კარაპეტიანისგან მიიღო.