ამ წუთებში ახალი პოლიტიკური პლატფორმის - ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის პრეზენტაცია მიმდინარეობს. როგორც ცნობილი გახდა, "ნაციონალური მოძრაობა""სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად გავა მიმდინარე წლის არჩევნებზე და ხუთი ნომრის გარშემო შემოიკრებს პოლიტიკოსებს და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ სახეებს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრები წარადგინა:
გია ჯაფარიძე - პოლიტოლოგი
თამარ კორძაია - დამოუკიდებელი დეპუტატი
სოფო ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი
ლაშა ბაქრაძე - ლიტერატურათმცოდნე
არმაზ ახვლედიანი - დამოუკიდებელი დეპუტატი
გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი
ირაკლი ფავლენიშვილი - ენმ-ის წევრი
თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრების წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა არა დანაწევრების, არამედ ერთიანობის დროა.
"ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია. ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა. ერთიანობით გავიმარჯვებთ. ერთიანობით გაიმარჯვებს საქართველო. და ამ გამარჯვების სტარტი არის დღეს, აქ, თქვენთან ერთად!” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.