„ყველა იმ სტარტაპს თუ მცირე ბიზნესს, რომელიც გამოეყო თბილისის მერიის საახალწლო ღონისძიებებს, ჩვენს ვებსაიტზე შევუქმნით ცალკე გვერდს“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პლატფორმა Www.ertobit.ge-ის თანადამფუძნებელი ნიკა მარღანია წერს. ამ ინიციატივით გამოეხმაურა ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ინიციატივას, საახალწლო საჩუქრები შევიძინოთ მხოლოდ იმ ბიზნესებისგან, ვინც პროევროპულ აქციებს მხარს უჭერს და უარს აცხადებს საშობაო სოფელში მონაწილეობაზე. როგორ იმუშავებს პლატფორმა და დარეგისტრირდნენ თუ არ მცირე მეწარმეები?
სტუმრები: ირაკლი მაზმიშვილი - ertobit.ge-ის თანადამფუძნებელი;
ნიკა მარღანია - ertobit.ge-ის თანადამფუძნებელი;
უშო ხორნაული - ertobit.ge-ის თანადამფუძნებელი