მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერწო-თიანეთის მხარეში 22 ოქტომბერს დოღი გაიმართება

დოღი
BM. GE
21.10.23 09:15
113

საქართველოს მეცხენეობის, დისტანციური დოღის და საცხენოსნო ტურიზმის ფედერაციის ინიციატივით, 22 ოქტომბერს ერწო-თიანეთის მხარეში დოღი გაიმართება.

ხევსურული ტრადიციული დოღი მოიცავს ადგილობრივი მოსახლეობის საცხენოსნო კულტურის და რიტუალის ელემენტებს. მონაწილეები იქნებიან ერწო-თიანეთიდან, ხევსურეთიდან, თუშეთიდან, კახეთიდან, პანკისის ხეობიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან.

ეკო-ტურისტული მიმართულებების და საცხენოსნო ტურიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ახალი სასწავლო პროგრამის, გამყოლის პროფესიის და პროექტ „გიდების მარათონის“ პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიებას მხარს უჭერენ ტურ-ოპერატორები, გიდები და „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“.

ღონისძიებას დაესწრებიან უცხოელი დიპლომატები, ჟურნალისტები, ტურიზმის სფეროს და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ცხენების მოყვარულები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

დოღი გაიმართება სოფლების დევენაათხევისა და ხევსურთსოფლის (თიანეთის მუნიციპალიტეტი), მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე აძეძის ხიდთან.

შეკრების დრო არის 12:00 საათი, დოღი კი 13:00 საათზე დაიწყება და 1 სთ გაგრძელდება.

დოღი კონკრეტულად, სოფ. დევენაანთხევი /ხევსურთსოფელი / მდ. აძეძის ხიდთან გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები