მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთსულოვანი მხარდაჭერა - „ოცნებამ“ ყაველაშვილის შერჩეული კანდიდატები მოიწონა

ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე და ნინო ჯელაძე - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ოთხივე კანდიდატს საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ასევე მხარდაჭერას მიიღებენ მიხეილ ყაველაშვილის შერჩეული კანდიდატები პლენარულ სესიაზეც და ეროვნული ბანკის საბჭოც სრულად დაკომპლექტდება. სასესხო განაკვეთების შემცირების შესაძლებლობა, ლარის გაცვლითი კურსი და რეზერვების მართვა - ეს იყო მთავარი კითხვები, რაც „ოცნების“ დეპუტატებს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატებთან ჰქონდათ. მჯერა ეროვნული ბანკის საბჭოს გააძლიერებენ - ამბობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე წარდგენილ კანდიდატებზე. რა პასუხები ჰქონდათ კითხვებზე შერჩეულ კანდიდატებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები