მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლების თავნებობას უნდა დაესვას წერტილი“ - ჩოჩელი

640b5f8f0e5ce
თელარა გელანტია
10.03.23 23:50
1140
„საქართველოში წერტილი ძალიან ბევრ რამეს აქვს დასასმელი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლების თავნებობას უნდა დაესვას წერტილი“, - ასე უპასუხა „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელმა BMGTV-ის გადაცემა #წერტილში წამყვანის შესაბამის კითხვას.

ცეზარ ჩოჩელი აზრით, „ხელისუფლება უნდა მოდიოდეს საიმისოდ, რომ ემსახუროს ხალხს და არა - იმისთვის, რომ მას ემსახურებოდეს მთელი საზოგადოება“.

დეპუტატმა პარლამენტის მიერ აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებაც შეაფასა.

„ახალგაზრდებთან ჭიდილი რთულია და მათი გაჩუმება შეუძლებელი, ამიტომ მმართველმა პარტიამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო ე.წ აგენტების კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით“, - თქვა მან.

- როგორ შეიძლება ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პუნქტი - მაგალითად, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საჭიროა კიდევ 12 აქცია რუსთაველზე 12 პრიორიტეტის შესრულების მოთხოვნით...

- დიახ, წავიკითხე მისი მოსაზრება და ცალსახად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი და სწორი გზა, რადგან დღეს პარლამენტში არის ისეთი უმრავლესობა, რომელიც ნებისმიერ საკითხს გაიტანს და მიიღებს ისე, როგორც უნდა, ამიტომ თუ არ იქნება საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ისე ვერანაირ ცვლილებას ვერ შევძლებთ...

- ანუ ისევ რუსთაველზე ახალგაზრდებთან ერთად?

- მოდი, გავიხსენოთ 90-იანი წლებიდან სად წყდება საქართველოს ბედი?! - ეს უბედურებაა ჩვენი, მაგრამ ასეა - ასე იყო 90-იან წლებში, ასე იყო 2000-იან წლებში...

- სახელმწიფო ვერ მწიფდება როგორც დემოკრატია?

- ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკოსია, პოლიტიზირებულია ყველა და ყველაფერი, მაგრამ პოლიტიკისგან ვართ შორს. ამიტომ მთავარი პოლიტიკური მოვლენები წყდება რუსთაველის გამზირზე და სანამ ასე ვიქნებით, ცოტა რთული იქნება პარლამენტში სამართლიანი საკანონმდებლო ინიციატივები შეიქმნას და დამტკიცდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები