მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორია 22 ჰექტრით გაიზრდება - ცვლილებები მიღებულია

648af9f8d7e64
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.23 18:22
735
„ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმად, ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორია 22 ჰექტრით გაიზრდება.

საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 75 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.

როგორც კანონპროექტის ზოგადი პრინციპების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, ჩატარდა ერუშეთის ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაცია და მისი შედეგების კანონში ასახვა აუცილებელი გახდა.

„აღნიშნული დემარკაციის შედეგად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა - ფიზიკური/იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს (საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვ). საზღვრები გასწორდა მყარ გეოგრაფიულ ობიექტებზე. შესაბამისად, დემარკაციის სამუშაოების შედეგად, ერუშეთის ეროვნული პარკის ფართობი გაიზარდა 22 ჰა-ით და 11 407 ჰა შეადგინა“, - ნათქვამია პარლამეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები