მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არ ახეირებს, ეს ვნებს ქვეყნის ეკონომიკას" - ლევან დავითაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს აფასებს

ლევან დავითაშვილი

"ეს არ ახეირებს, ეს ვნებს ქვეყნის ეკონომიკას" - ასე აფასებს, "ოცნების" მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი არსებულ პოლიტიკურ პროცესს.

ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ პასუხისმგებელი ამაზე ოპოზიციაა, რომლის "ოპონირების ფორმები, არ არის მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი".

"ოპონირება იმ ფორმით, როგორითაც დღეს საქართველოში ხდება, არ არის მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლინება. ვფიქრობ, რომ ოპონირების ეს ფორმები არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ინტერესების და პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებისთვის, რაც ვფიქრობ, არ არის სწორი პოლიტიკური გზა.

ჩვენ ვხედავთ, რომ ღია მოწოდებებია ეკონომიკური პროცესების საბოტაჟის და სანქცირების, რაც რა თქმა უნდა თითოეული მოწოდება და ქმედება დამაზიანებელია როგორც რეპუტაციულად და ქმნის სხვადასხვა რისკს. მათ შორის ქმნის განწყობას, რომელიც აისახება ეკონომიკაზე. ეს არ ახეირებს, ეს ვნებს ქვეყნის ეკონომიკას, რაც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობასთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი პოლიტიკური გზა", - განაცხადა "ქართული ოცნების" ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო, როცა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები