მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს არ არის უკრაინისთვის ავანსი და წახალისება“ - უკრაინის დროებითი რწმუნებული

62b5b72243e64
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.22 17:13
2387
„ეს არ არის უკრაინისთვის ავანსი და წახალისება“ - ეს განცხადება საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა, უკრაინის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მან ევროსაბჭოს მიერ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა ევროპისკენ 30 წლის განმავლობაში მიდიოდა, ომის დაწყების შემდეგ კი სიცოცხლით იცავს დემოკრატიას და ევროპას.

„ჩვენ მივესალმებით ევროსაბჭოს მიერ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს ნამდვილი ისტორიული გადაწყვეტილებაა, არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის მომავლისთვის.

ეს არ არის უკრაინისთვის ავანსი და წახალისება, ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა, ამისთვის გამოვიდა უკრაინელი ხალხი მაიდანზე - ღირსების რევოლუციაზე, თავისუფალ ევროპაში, თავისუფალი ქვეყნის უფლებისთვის. 120 დღეზე მეტია უკრაინა რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უწევს წინააღმდეგობას. უკრაინელები ევროპასა და დემოკრატიას ყოველდღე იცავენ. სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის.

უკრაინელები ყოველდღე იცავენ ევროპას და დემოკრატიას და ამისთვის საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ“, - განაცხადა კასიანოვმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული პერსპექტივა და სტატუსი როგორც წამახალისებელი საჩუქარი ისე მიიღეს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს არ შურს მათი წახალისების.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები