მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არის არჩევანი კეთილდღეობას და სიღარიბეს შორის - ფადი ასლი

ფადი ასლი

"საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი ფასი ასლის განცხადებით, წლევანდელ არჩევნებში ქართველები არჩევანს კეთილდღეობას და სიღარიბეს შორის აკეთებენ.

ამის შესახებ მან BMGTV-ის ეთერში განაცხადა.

ბიზნესმენის შეფასებით, არჩევნების შედეგად გაცხადდება, თუ რომელ ქვეყნებთან ითანამშრომლებს საქართველო მომავალში, რუსეთთან თუ დასავლეთთან.

"ამ არჩევნების ერთ მხარეს გრძელვადიან სიღარიბეს ვხვდებით, რომელშიც საქართველო იმ შემთხვევაში აღმოჩნდება, თუ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს და ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე გადავა. მეორე მხარესაა მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტის მქონე მდიდარ ქვეყნად გადაქცევის პერსპექტივა, რომელიც მას შემდეგ დაჩქარდება, რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გავხსნით. ამგვარად, ქართველები არჩევანს კეთილდღეობას და სიღარიბეს შორის აკეთებენ, მარტივია.

სულ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა რიცხვებს წარმოგვიდგენს “ქართული ოცნება”, მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებით. იცით, ასეთი გამოთქმა არსებობს: თუ დროს მდიდრებთან გაატარებ - გამდიდრდები, ღარიბებთან კი - გაღარიბდები. როდესაც შენი მეგობრები რუსეთი, ირანი და მსგავსი ქვეყნები არიან, რომლებიც, გარკვეულწილად, ჩვენზე ღარიბები არიან, კეთილდღეობის გზაზე დადგომის საშუალება არ არსებობს. თუკი ჩვენი მეგობრები ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები იქნებიან, ცხოვრების სტანდარტი მკვეთრად გაუმჯობესდება”, - განაცხადა “ICC საქართველოს” თავმჯდომარე ფადი ასლიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები