ეს არის ძალიან ცუდი ფორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია,- ასე გამოეხმაურა “ღამის თბილისის ეკონომიკის“ ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე სპეცოპერაციას, რომელიც გუშინ "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარდა.
„ძალიან ცუდად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას. ასეთი სიტუაცია არავისთვის არის მომგებიანი, მეტიც, დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ეს არის ის სფერო, რომელშიც ქვეყანამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაითქვა სახელი. დარწუნებული ვარ აქ მყოფთაგან 90 პროცენტზე მეტი ნარკოტიკების მომხრე არ არის და ასეთი მოპყრობა არ შეიძლება. ეს არის ძალიან წამგებიანი პოზიცია. მაქსიმალიურად უნდა შევეცადოთ, რომ მოვერიდოთ პროვოკაციას. არ მესმის რატომ ჩავაყენეთ ის ახალგაზრდები ამ მდგომარეობაში, რომლებიც საცეკვაოდ იყვნენ მისულნი ან პოლიცია რატომ ჩავაყენეთ ამ სიტუაციაში“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

























