მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეს არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში - აკაკი ზოიძე საპენსიო რეფორმის შესახებ

5cbf0260a5daa
BM.GE
23.04.19 16:16
516
"ეს არის გრეძელვადიანი ანაბარი, რომელიც გაცილებით უკეთესად არის დაცული, ვიდრე ნებისმიერ კომერციულ ბანკში განთავსებული ანაბარი“ - ეს განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ საპენსიო დანაზოგი არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში.

"ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ რისკს იმაზე, რომ საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა, 20 წელიწადში, 25-ში, 30-ში, მაგრამ აუცილებლად იქნება. და ეს ფული მუშაობს სწორედ აყვავებისთვის და ეკონომიკის განვითარებისათვის. მუშაობს ყველა ჩვენი საერთო ფული და კიდევ იმისათვის ვიყენებთ, რომ ღირსეული და ნორმალური სიბერე გვქონდეს",- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, დაგროვებით საპენსიო სქემაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს და თანხებიც სწორედ მეტი დასაქმებულების მოზიდვაში უნდა დაიხარჯოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები