მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის მისი შიშები და შფოთვები, როგორც ყველა თაღლითის" - ელგუჯა თურმანიძე გიორგი ჩიკვაიძეზე

ელგუჯა თურმანიძე

"ეს არის მისი შიშები და შფოთვები, როგორც ყველა თაღლითის", - ამის შესახებ "ელთ ბილდინგის" დამფუძნებელმა, ელგუჯა თურმანიძემ Ramses Yachts-ის დამფუძნებლის მისამართით გააკეთა.

საქმე ის არის, რომ სამშენებლო კომპანია “ელთ ბილდინგი” Ramses Yachts-ის მფლობელებს 416 000 ევროს ედავება. ელგუჯა თურმანიძე აცხადებს, რომ კომპანიებს შორის 2022 წლის სექტემბერში ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ მფლობელებმა გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა კომპანია “ელთ ბილდინგის” მიმართ იახტის ჩამოყვანის ვალდებულება აიღეს. მათი თქმით, იახტის ჩამოსაყვანად “ელთ ბილდინგმა" კომპანიის ანგარიშზე 416 000 ევრო ჩარიცხა. ხელშეკრულების თანახმად, იახტის ჩამოყვანის ვადად გასული წლის აგვისტო განისაზღვრა, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, ვალდებულება არ შესრულდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. საქმე 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ჩიკვაიძე ბრალდებებს არ ეთანხმება და საქმეს ბიზნესის ჩამორთმევის მცდელობას უწოდეს. ის არ გამორიცხავს, რომ ელგუჯა თურმანიძეს იახტების ბიზნესში შესვლა სურს.

ელგუჯა თურმანიძე ამბობს, რომ გიორგი ჩიკვაიძის შიში უსაფუძვლოა. მისი თქმით, დავის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ თაღლითური სქემის გამოვლენაა.

"ეს ყველაფერი თავიდანვე არის ფარსი. იმ ცირკში არ შევალ, სახელმწიფო დავალებებს ასრულებდა, არ ასრულებდაო. რა სახელმწიფო დავალება უნდა შემესრულებინა ბიზნესმენს, რომელსაც დასაქმებული მყავს 1000-მდე ადამიანი და მთელი მოღვაწეობის განმავლობაში 10-ჯერ მეტ გადასახადს ვიხდი წელიწადში. ერთი კვირის წინ სტუმრად ვიმყოფებოდი ჩემს ერთ-ერთ ცნობილ და წარმატებულ ბიზნესმენთან სან- სებასტიანში, ბატონ ალესთან, ჩემს პრობლემაზე ვსაუბრობდით და მითხრა, მეც მინდა იახტის შეძენაო. ვუთხარი, არანაირი შუამავალი, დილერი არ დაგჭირდება, აგერ არის კანის ფესტივალი , მივეცი კონტაქტები, შეარჩიეს 78-80 მილიონიანი იახტა და გადაწყვიტა მან, რომ იახტას სან-სებასტიანში ქართული დროშით შეიყვანდა", - განაცხადა მან.

"ელთ ბილდინგის" დამფუძნებელი ირწმუნება, რომ გიორგი ჩიკვაიძეს ფინანსური ბრუნვა არ გააჩნია. მისი თქმით, მას მოგების გადასახადი არასდროს გადაუხდია და კომპანიაში მხოლოდ სამი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები