ასტრონომებმა ტელესკოპით მაუიში მზის ეს შესანიშნავი ფოტო გადაიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ technologyreview.com-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ახალი ფოტო ტელესკოპის პოტენციური უნარების დემონსტრირებას ახდენს.
ფოტოზე ჩანს მზის ზედაპირის მცირე ნაწილები, რომელიც ტეხასის ზომისაა.
„ჩვენ ახლა უკვე დავინახეთ ყველაზე პატარა დეტალები მზის სისტემის ყველაზე დიდ ობიექტზე“, - განაცხადა ტომას რიმელმა, Daniel K. Inouye Solar Telescope-ის დირექტორმა.
ახალი ფოტო 10 დეკემბერსაა გადაღებული.