მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს არის სასაცილო”- რესტორატორები სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამას აკრიტიკებენ

601ad14086d76
ანუკა ჯოხაძე
03.02.21 22:21
790
რესტორან “სულიკოს” დამფუძნებელი ნია ოძელაშვილი ამბობს, რომ მას როგორც ბიზნეს სუბიექტს ამ დრომდე სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით არ უსარგებლია. როგორც ოძელაშვილი ამბობს, არსებობს არაერთი ბარიერი რის გამო რესტორნები პროგრამაში ჩართვას ვერ ახერხებენ. “სულიკოს” დამფუძნებელი იმასაც გვიხსნის, რომ პროგრამა სექტორს ხელშესახებ დახმარებას არ აძლევს, რადგან საუბარია მხოლოდ მცირე ოდენობის ფინანსურ შეღავათზე, რაც სრულად შეჩერებული ბიზნესებისთვის უმნიშვნელოა.

“თუ ჩვენ გვაქვს სესხი 1000 ლარი და თვეში 100 ლარის გადახდა გვიწევს, აქედან გარკვეული ნაწილი არის ძირი, ნაწილი კი პროცენტი. პროცენტის 80%-ს გვისუბსიდირებს სახელმწიფო. ეს რომ უფრო დიდ მასშტაბებზე გავიყვანოთ და დიდ რესტორნებზე ვისაუბროთ, რომლებსაც 10 000 და 20 000 აქვთ თვეში შესატანი, აქედან პროცენტი არის 3 000, რომლის 80%-ს რომ დაუსუბსიდირებენ დანარჩენი 17 000 ხომ გადასახდელი აქვთ? თუ 17 000 გადაიხდის, ის პროცენტის 80%-ის მოძიებასაც შეძლებს რაღაცნაირად.

ჩვენს მაგალითზეც ვიტყვი, კი მცირე მოცულობის სესხი გვაქვს, მაგრამ ამ დრომდე ვერ ჩავერთეთ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში. ეს კი იმიტომ რომ 1000 ბარიერს იგონებენ. უბრალოდ ეს არის სასაცილო", - აცხადებს რესტორან “სულიკოს” დამფუძნებელი ნია ოძელაშვილი.

ცნობისთვის, 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში რესტორნების მიერ გამოთქმული პროტესტის შემდგომ, მთავრობამ ამ სექტორისთვის ახალი დახმარების პროგრამა შეიმუშავა, რაც საბანკო სესხების პროცენტის 6 თვით სუბსიდირებას გულისხმობდა. განაცხადების მიღება სააგენტო “აწარმოე საქართველომ” 2020 წლის 4 დეკემბრიდან დაიწყო და 14 დეკემბერს დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები