მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის შედეგი, რაც "ოცნებამ" მიიღო" - რატომ ვერ მოასწრო ევროპულმა საბჭომ საქართველოზე მსჯელობა?

ჟიგიმანტას პავილიონის

"ქართული ოცნება" იტყუება, რომ შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების გარანტია გასცეს. ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ის საქართველოში 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებისგან შემდგარ დელეგაციასთან ერთადაა. დელეგაცია ორბელიანების სასახლეში, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

კითხვაზე, რა გზავნილია, რომ ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს სამიტზე საქართველოზე მსჯელობა ვერ მოასწრო, ჟიგიმანტას პავილიონისმა თქვა, რომ ესაა შედეგი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო.

"ეს არის ზუსტად ის შედეგი, რაც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოვედი, საქართველო იყო წამყვანი ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამჟამად არავის დრო არ გააჩნია ამ თემების განხილვისა.

საქართველოს მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას. გაწევრიანების მოლაპარაკება მთავრობათაშორისი პროცესი გახლავთ. ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ პროცესი შეწყდეს. "ქართული ოცნება" როდესაც ამბობს, რომ მათ შეუძლიათ მიერთების გარანტია გასცენ, იტყუებიან", - თქვა მან.

ცნობისთვის, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი 7-8 ნოემბერს გაიმართა. კვირებით ადრე იყო ცნობილი, რომ საბჭოს საქართველოზეც უნდა ემსჯელა, თუმცა "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს შესახებ მსჯელობა დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხეს. საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ 18 ნოემბერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები