ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, სესხების ჩამოწერის აქციაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება. მისი განმარტებით, ეს არის მხოლოდ კომერციული გარიგება თავად ბანკებს შორის.
" ეს არის სრულად კერძო ტრანზაქცია. საბიუჯეტო თანხების ჩართულობა აქ არის აბსოლუტურად ნულოვანი. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაცია რომელიც ინიცირებული იყო , ნიშვნელოვანწილად აგვარებს საკითხს მომავალი დაკრედიტების სტანდარტებთან მიმართებაში.
თუმცა, ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში ნაგროვები პრობლემებს ეს რეფორმა ვერ უპასუხებდა და ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რომ უკვე წარსულაც შევეხოთ. წარსულ ცუდ პრაქტიკას. ეს არამარტო სოციალური საკითხისთვის არის მნიშვნელოვანი, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი მაკროეკონიმიკური ფაქტორია.
600 ათასი ადამიანი ეს არის საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით მესამედი, რომელიც მოკლებული იყო აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობას",- აცხადებს გაგუა.