მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ აქ და ახლა ვაკეთებთ"-გვენეტაძეს პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზე ლიეტუვას მაგალითი მოჰყავს

5c5c3ece48ca3
BM.GE
07.02.19 18:13
1032
"ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ აქ და ახლა ვაკეთებთ, საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშესაწყობად"-ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს და ლიეტუვას ცენტრალური ბანკის ვიდეორგოლს აქვეყნებს. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლიეტუვას ცენტრალური ბანკის ძირითად ფუნქციებში ყურადღება გამახვილებულია პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზე.

 „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები ხელს უწყობს იმას, რომ მოქალაქეებმა ისესხონ და სესხის გამცემებმა გასცენ სესხები პასუხისმგებლიანად, ხოლო მოსალოდნელი საკრედიტო ტვირთი არ იყოს ზედმეტად დიდი“-წერს კობა გვენეტაძე.

 „The responsible lending regulations help ensure that residents borrow and lenders lend responsibly, while the burden assumed isn’t too great“

ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ აქ და ახლა ვაკეთებთ, საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშესაწყობად. საყურადღებოა, რომ ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში, ლიეტუვას გარდა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა, მათ შორის: უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ჩეხეთსა და ესტონეთში.


https://www.youtube.com/watch?v=jvcszpwyqBs&feature=youtu.be&t=69&fbclid=IwAR0s8HCT5ue26HiSsMWnJTiiLaHcptRWyC4D6CqhCDSqhnFF27Iv_FPOFUk

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები