აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის ლესლი ბეარმანის განცხადებით, რიკოთის მაგისტრალის და სხვა პროექტები აკავშირებს ხალხს სხვადასხვა კონტინენტზე, ამის შესახებ მან შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
„ეს არ არის მხოლოდ გვირაბების და ხიდების ან გზების მშენებლობა, ეს არის საქართველოს უდიდესი ერთგულების დასტური იმისა, რომ წინსვლა ჩვენი ერთადერთი გზაა. ეს და სხვა პროექტები აკავშირებს ხალხს სხვადასხვა კონტინენტზე. ეს კონკრეტული გზა უდიდესი საეტაპო მოვლენაა და ის აუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ამ პროექტით არამხოლოდ ეფექტურ საგზაო ქსელს ვქმნით, არამედ ადგილობრივი თემის და მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებაში.
ეს უშველებელი წინსვლაა, რომელიც ვერ იქნებოდა შესაძლებელი საქართველოს მთავრობის ხელშეწყობის და სხვა უწყებების ჩართულობით. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ უპრეცედენტო გამოწვევები ვნახეთ, რომელიც პირველივე ეტაპზე პანდემიის გამო იყო დაძლეული. საქართველოს ეს ძალისხმევა კიდევ უფრო წინ წაიყვანს. ჩვენ ძალიან ბევრი საეტაპო მოვლენა ერთად გვაქვს აღნიშნული და საქართველო მოიაზრება მწვანე და ინკლუზიურ კარიბჭედ და ყველა იმ პირს და უწყებას ვინც, ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული, ჩემი გულწრფელი მადლობა. თქვენი ერთგულება და შრომა დაფასებულია“, - განაცხადა ლესლი ბეარმანმა.