მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი გარდამტეხი პროექტია - “ოკრიბა" კანონში შეტანილ ცვლილებებზე

648316ab5b8e9
ნანუკა ნარიმანიძე
11.06.23 09:15
1068
პარლამენტში „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი დაინიცირდა.

წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ავტოსადგურებში არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები.ასევე ავტოსადგური ხშირ შემთხვევაში თვითონ ხდება გადამზიდველი, რითაც ზღუდავს სხვა გადამზიდველებს, აწესებს მომსახურების მაღალ ტარიფს და ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას გადამზიდველებს შორის ზღუდავს. ბაზარზე არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით აღნიშნული კანონპროექტით ცვლილებება ხუთ კანონში იგეგმება.

ავტოსადგური “ოკრიბას” იურისტი პაატა ყვავაძე ამ კანონპროექტს დადებითად აფასებს.

“ამგვარი დიდი რეფორმა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე პირველია, ჩვენს დარგში დასაქმებულ ადამიანებს დადებით და პოზიტიურ მოლოდინებს გვიჩენს,კანონმა სამართლებრივი ჩარჩო შექმნა, რომელიც დაარეგულირებს საქალაქოთაშორისო გადაადგილებას და დააწესებს მაღალ სტანდარტს, ეს თავისთავად გაზრდის უსაფრთხოებასა და კომფორტს. სწორედ ამ რეფორმებისა და კანონების არარსებობამ გამოიწვია ის, რაც დღეს ინდუსტრიაშია”, - ამბობს ის.

მისივე თქმით, აუცილებელია კანონპროექტისა და აღსრულების მონიტორინგი.

“საქართველოში რეგისტრირებულია 160 ავტოსადგომი, მაგრამ ძალიან ბევრია კანონს მიღმა არსებული სადგომები, აუცილებელია კანონპროექტის და აღსრულების მონიტორინგი, კანონპროექტის მიხედვით, აღსრულების და მონიტორინგის მექანიზმი ენიჭება სახელმწიფო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელმაც საპატრულო პოლიციასთან ერთად უნდა განახორციელოს მონიტორინგი, ვიმედოვნებ, რომ ეს ეფექტიანი იქნება , რადგან ეს ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი გარდამტეხი პროექტია, ინდუსტრიის განვითარების ნაწილში პოზიტიური დინამიკა არაადეკვატური და არასწორი მონიტორინგით არ უნდა გაფუჭდეს ”, - აღნიშნავს ის.

ამასთან, პაატა ყვავაძემ ავტოსადგომ “ოკრიბაზეც” ისაუბრა.

“ჩვენ კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას სრულად მოვიყვანთ იმპლემენტაციაში, შევინარჩუნებთ პირველი კატეგორიის ავტოსადგომის ნიშნულს, რათა განვავითაროთ და შევუქმნათ მგზავრებს კომფორტი და უსაფრთხოება, დღევანდელი კანონმდებლობა არ ავალდებულებს ავტოსადგომებს, თუმცა, შიდა რეგულაციით რეგულირდება მძღოლის ნასამართლობის ცნობა, ტექ-ინსპექტირების და სხვა უსაფრთხოების ნაწილი, ამიტომ, მზად ვართ ვიმუშაოთ ახალი კანონის მიხედვით”, - დასძინა მან.

რაც შეეხება კანონის ამოქმედებას, კანონპროექტით განსაზღვრულია ორი თარიღი. კანონის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2024 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო კანონპროექტით დადგენილი რიგი ვალდებულებების შესასრულებლად განსაზღვრული თარიღი 2023 წლის 1 დეკემბერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები