მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც გვინდა ჩავერთოთ“ – მარკ ბოუმენი საქართველოს ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე

63cd275c05389
თამთა ჯიჯავაძე
23.01.23 09:00
656
საქართველოს, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირებით, შუა დერეფანში, პოტენციურად დიდი როლის შესრულება შეუძლია“, - ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პოტენციალის ასათვისებლად საქართველოს სჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის გზების, რკინიგზისა და პორტების - „ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც გვინდა ჩავერთოთ, მთავრობას პოტენციურ თანამშრომლობაზე ვესაუბროთ და სამომავლო თანამშრომლობას ჩავუღრმავდეთ“, - განაცხადა ბოუმენმა.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში ბევრ ქვეყანაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, როგორც საგარეო ვაჭრობის, ასევე საერთაშორისო კავშირების კუთხით - „ქვეყნებს ყოველთვის უჩნდებათ გარკვეული უპირატესობა ახალი სავაჭრო კავშირების, დერეფნებისა და გზების ჩამოყალიბების კუთხით. ეს განსაკუთრებით აისახება უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, ინვესტორთა საბჭო ფინანსდება გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვეობით. ის კერძო და საჯარო დიალოგის დამოუკიდებელ პლატფორმას წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს. ინვესტორთა საბჭოს მისიაა უზრუნველყოს დიალოგი ბიზნესსაზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები