მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს იყო საკონტროლო გასროლასავით”- რესტორანი "თაშრე" გაძვირებულ კომუნალურებზე

604b9328e2f4b
ანუკა ჯოხაძე
12.03.21 21:35
2558
კერძო სექტორი ელეტროენერგიასა და წყალზე გაზრდილ გადასახადს 2021 წლის 1 იანვრიდან იხდის. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ბიზნესს 3 იანვრიდან დაანონსებული 24-თეთრიანი ფასის მატება ერთი თვით გადაუვადდა, თუმცა საშეღავათო პერიოდი უკვე გავიდა და გაზრდილი ტარიფით დაანგარიშებული გადასახადის ქვითრები ბიზნესს მარტის პირველ კვირაში უკვე მისამართებზე დაეგზავნათ.

გაზრდილი ტარიფების გამო, ბიზნესი პროდუქციისა და მომსახურების შესაძლო გაძვირებაზე უკვე საუბრობს. სარესტორნე ბიზნესი ერთ-ერთია, რომელზეც კომუნალური გადასახადების გაზრდა მძიმედ აისახა. "თაშრეს" მენეჯერი გვიყვება, რომ თვების განმავლობაში დახურულმა სარესტორნე ბიზნესმა მომხმარებლებისთვის კარი კი გააღო, თუმცა ამის სანაცვლოდ 50%-ით გაზრდილი ხარჯები მიიღო.

“კომუნალურების გაძვირება სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის საკონტროლო გასროლასავით იყო. იანვრის თვის გაძვირებული ელექტროენერგია უკვე გადავიხადეთ, თებერვლის თვის კი გაზრდილი ტარიფით დაანგარიშებული ბუნებრივი აირის ქვითარიც მოვიდა. ვიბრძვით, ეს კი არის არანორმალური შრომის ფასად, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ ბიზნესი გადავარჩინოთ და თანამშრომლები შევინარჩუნოთ. კომუნალურ გადასახადების გაძვირება იყო სრული შოკი. მე მესმის, რომ ეს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ხდება, რადგან კერძო კომპანიები არიან და სახელმწიფო დიდად ვერ ჩაერევა ამ საკითხში. იყო მოლოდინი, რომ იანვრიდან გაძვირდებოდა კომუნალურები, თუმცა რატომღაც ვფიქრობდით, რომ პანდემიური წლიდან გამომდინარე გაძვირება 6 თვით გადავადდებოდა", - აცხადებს რესტორან "თაშრეს" მენეჯერი მაკა ცაბუტაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზი გასული წლის მიწურულს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაძვირდა, გამონაკლისი ამ შემთხვევაში მხოლოდ პურის საწარმოებია.
კერძოდ, თუ აქამდე კომპანიები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრს იხდიდნენ, გაზრილი ტარიფის გათვალისწინებით ტარიფი ლარი და 10 თეთრი გახდა.

2021 წლის თებერვლიდან საშუალოდ 11-13 თეთრით გაუძვირდა ბიზნესს ელექტროენეგიაც და ბოლოს არც წყალმომარაგება ყოფილა გამონაკლისი, ამ შემთხვევაში კერძო სექტორს 2,10 ლარით გაზრდილი ტარიფი ერგო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები