მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს იყო ტრაგიკული, როცა გავიგე, რომ "ოცნების" პერიოდში მოსახლეობის ნაწილის ყოფა გაუარესდა"

5cacf621e891d
შოთა ტყეშელაშვილი
09.04.19 23:50
5865
"ეს იყო ტრაგიკული, როდესაც გავიგე რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყოფა გაუარესდა,"- განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში. 

ივანიშვილის თქმით, მოსახლეობის ამ ნაწილის გაღარიბება გამოიწვია იმან, რომ საფინანსო ბაზარზე არ არსებობდა სათანადო რეგულაციები.

საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის შეფასებით, ეს მისი პარტიის ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს. 

ექსპრემიერი ასევე ამბობს, რომ ვალების ჩამოწერის პროგრამა საპრეზიდენტო არჩევნებთან შეხებაში საერთოდ არ იყო.

"ნებისიერი წარუმატებლობა რომ ვნახო იქნება ტრაგიკული. მე პირადად ამით არ ვიამაყებდი. თუ გაიხსენებთ თქვენ, კვირიკაშვილთან ჩემი ძირითადი უკმაყოფილება UNICEF-ის გამოქვეყნებული კვლევა იყო. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ღარიბი ნაწილი კიდევ უფრო გაღარიბდა, იმიტომ რომ ხელისუფლებამ თავის დროზე ვერ მიიღო რაღაც რეგლამენტაციები. ამასთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მინიშნებული და მითითებული რომ რეგლამენტები შემოსაღები იყო და აი, ეს იყო ჩვენი ასე ვთქვათ განხეთქილების მიზეზი და ეს იყო ტრაგიკული, როდესაც გავიგე, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყოფა გაუარესდა, ტრაგიკული იყო ეს.

გახსოვთ მაშინდელი რეაგირებაც, კონფლიქტი პრემიერთან ამ ფონზე, ჩემი განცხადებებიც და სხვათა შორის ვისარგებლებ მომენტით და შევახსენებ მათ, ვინც ამ არჩევნების პროცესში ნაკლად ჩაგვიწერეს, რომ 600,000 ადამიანს ავუნაზღაურეთ და ჩამოვაწერეთ ვალი, ეს დაიწყო მაშინ და არავითარ კავშირში არ იყო ამომრჩეველთან.

როდესაც ჩემ განცხადებაში გავაკეთე, რომ ეს ტრაგიკული იყო პირადად ჩემთვის, და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წლის ბოლომდე როგორმე ეს გამოვასწოროთ. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლების მხრიდან ბოლომდე არ მოხერხდა და დასჭირდა ამას “ქართუ ფონდის” ჩარევა, მაგრამ ჩვენ 600,000 ადამიანი მოვახერხეთ და დავუბრუნეთ ზომიერ ცოხვრებას. ისინი გათიშული იყვნენ ეკონომიკური ცხოვრებიდან. შავ სიაში იყო 600,000 მოქალაქე," - განაცხადა ივანიშვილმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები