იუთუბერებმა, მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც 40 სხვადასხვა იუთუბარხის წარმომადგენლები ჰყვებიან, რატომ არის კანონი მიუღებელი და რატომ არ გამოადგება საქართველოს.
"ბევრი გვიცნობთ სხვადასხვა სახალისო ამბებიდან, მაგრამ დღეს ვართ ძალიან სერიოზულები, იმიტომ, რომ ეს სერიოზულობა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ეს კანონი უნდა გავიწვიოთ უკან და უნდა მორჩეს ძალადობა, რომელიც არ არის არანაირად გამართლებული, არც მაგრამით და არც პოლიტიკური იარლიყის მიწებებით" - ამბობს "საეჭვო კაცი".
"შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი მკაფიო პოზიცია და ეს არის ის, რომ ევროპაში მინდა და არ მინდა არაფერი, რაც ქართველს ქართველს გადაკიდებს", - ამბობს "ქარუ"-ს წარმომადგენელი ნიკა აბაშიძე.
"ყველა ვფიქრობთ, რომ კანონი, არაფრად ასეთად არ ღირს და გვაქვს იმის სურვილი, რომ მოგიწოდოთ ვისაც ამის ძალაუფლება გაქვთ, რომ ეს კანონი გაიწვიოთ, გაიტანოთ ისევე, როგორც ეს გააკეთეთ შარშან. არ ღირს იმად, რაც ახლა ქვეყანაში ხდება", - ამბობს "ოკტოპუსის" წარმომადგენელი ტატო ბაციკაძე.
"როცა ყველაფერი ასე თუ ისე კარგად იყო, რა საჭირო იყო ამ კანონის კიდევ მეორედ, თავიდან გამოტანა და საზოგადოების გახლეჩა? არ გვინდა ეს კანონი და ერთად დავდგეთ, ძალა ერთობაშია" - რობერტო მავანი.
" ეს კანონი გვაშორებს უკეთეს მომავალს და გვაახლოებს ნაცნობ და უსიამოვნო წარსულს" - "კაცები".
"ჩვენ, ქართველი იუთუბერები ვართ რუსული კანონის მოწინააღმდეგე. არა რუსულ კანონს და კი, ევროპულ მომავალს", - თაკო საზინა.
ყველა იუთუბ არხის სათქმელი ძალადობის დაგმობა და რუსული კანონის გაწვევის მოწოდებაა.