პარლამენტში გუშინ დარეგისტრირდა ამ ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვაც ბიუროს გადაწყვეტილებით არა - ჩვეულებრივი, არამედ “დაჩქარებული” პროცესით მოხდება და ის ძალაში უკვე 2022 წლის იანვრიდან უნდა შევიდეს.
საკითხის საკომიტეტო მოსმენაზე აზარტული თამაშების ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი ქათამაძემ განაცხადა, რომ ეს რეგულაცია მომხმარებლის უცხოურ არარეგულირებად ვებგვერდებზე გადინებას გამოიწვევს, რის შედეგადაც საქართველოს ეკონომიკიდან ყოველწლიურად $200 მილიონი დოლარი გავა.
"ჩვენ შევაფასეთ რა ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს. ჩვენი პირველადი შეფასებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარი შეიძლება საქართველოს ეკონომიკიდან გავიდეს ისე, რომ უკან არ დაბრუნდება. ასაკის შეზღუდვასთან დაკავშირებით და საგადასახადო ტვირთის ზრდასთან გვაქვს განსაკუთრებულად კრიტიკული შენიშვნები.
სებ-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 120 მილიონი ლარი უკვე გადის საზღვარგარეთ ამ საიტებზე. 33 ვებგვერდი არის ხელმისაწვდომი დღეს საქართველოდან და არცერთი მათგანი საქართველოში არაა რეგისტრირებული," - ამბობს გიორგი ქათამაძე.
ფინანსთა სამინისტროს აქვს გეგმა, რომ უცხოურ საიტებზე თამაშების გადანაცვლების პრევენციის მიზნით, საქართველოს კომერციულ ბანკებს და გადარიცხვების ოპერატორებს აუკრძალოს თანხების იმ ანგარიშებზე გადარიცხვა, რომლებიც აზარტული თამაშების უცხოურ სისტემებთან არიან აფილირებული.
თუმცა აზარტული თამაშების ოპერატორები მიიჩნევენ, რომ ეს რეგულაცია მომხმარებლის უცხოურ სისტემებზე გადინებას ვერ შეაჩერებს.