მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს მთლიანად აკადემიური საზოგადოების და სტუდენტების უპატივცემულობაა" - ქეთი ცოტნიაშვილი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე

ქეთი ცოტნიაშვილი

ეს არის მთლიანად აკადემიური საზოგადოების, სტუდენტების და თუნდაც, აკადემიური ტრადიციის უპატივცემულობა, - ასე აფასებს უმაღლესი განათლების ექსპერტი ქეთი ცოტნიაშვილი თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ "ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები კოლეგიურ და წარმომადგენლობით პრინციპებზე დაფუძნებით მიიღება.

"უნივერსიტეტის მმართველობა თავისი არსით და კანონით კოლეგიურ და წარმომადგენლობით პრინციპს ეფუძნება. ამიტომ უნივერსიტეტების მმართველ რგოლებს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები წარმოადგენენ, რომლებიც თავის მხრივ, ყველა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს წარმოადგენენ, მათ ინტერესებს იცავენ და ემსახურებიან. გადაწყვეტილებებიც კოლეგიურ და წარმომადგენლობით პრინციპებზე დაფუძნებით მიიღება. მიქანაძე მხოლოდ ორ რექტორთან მოლაპარაკებულ საკითხს გადაწყვეტილებად გვასაღებს. ეს არის მთლიანად აკადემიური საზოგადოების, სტუდენტების და თუნდაც, აკადემიური ტრადიციის უპატივცემულობა და ფეხქვეშ გათელვა. 3-5 ან საერთოდ ერთი კაცი იღებს თურმე გადაწყვეტილებას უნივერსიტეტების მომავალზე.

განცხადებაში რომ ჩამოთვალა მიქანაძემ, თუ როგორ ანალიზს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, ეგ ტექსტი ჩვენი მიწერილი განცხადებიდან აიღეს, ანუ ჩვენი განცხადებით მიხვდნენ სინამდვილეში რა კვლევები უნდა ჩაეტარებინათ და ურცხვად დაწერეს რომ ვითომ მაგას დააფუძნეს. ცხადია ამ განცხადებაზე, რომლითაც კვლევების და ანალიზის წარმოდგენას ვითხვოთ, პასუხი არ მიგვიღია", - ", - წერს ქეთი ცოტნიაშვილი.

მისივე თქმით, იქამდე სანამ ჩავთვლით, რომ "არაფერს აზრი არ აქვს," ერთი და მისი მორჩილი 3-5 არაკომპეტენუტრი კაცი მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენს მომავალზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები