მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია - ჯოზეფ ბორელი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

6414bc261cc6e
ალა ისპირიანი
17.03.23 23:00
752
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პუტინის დასაკავებლად ორდერი მისი პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია.

ომის დანაშაულისთვის, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციისთვის და გაყვანისთვის, ეს არის პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისი", - დაწერა ჯოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.

აღნიშნულ ფაქტზე, განცხადება მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა და თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები