მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს პროდუქციის თვითღირებულებას ძალიან დაარტყამს" - პურის მწარმოებელთა ასოციაცია წყლის გაძვირებაზე

პური

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის გადაწყვეტილებით, კომერციული მომხმარებლებისთვის მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება. უფრო კონკრეტულად, მცხეთასა და თბილისში 1 კუბურ მეტრზე წყლის ტარიფი 2 ლარითა და 30 თეთრით იზრდება, რუსთავში კი 2 ლარითა და 80 თეთრით.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ ეს ბიზნესისთვის მძიმე ტვირთია.

"არ ვიცი რამდენად აისახება საბოლოო ფასზე, მაგრამ ეს პროდუქციის თვითღირებულებას ძალიან დაარტყამს. საწარმო ჰიგიენური ნორმების ზრდა ხდება, ჰასპის მოთხოვნები ინერგება და ამ ფონზე წყლის ფასის ზრდა ძალიან მძიმე ტვირთია ბიზნესისთვის. ქარხანაში ვინმემ წყალს ონკანი რომ ღია დატოვოს, გამოდის იღუპები.

ძალიან სამწუხარო პრაქტიკაა, ყველა ახალი ინვესტორის შემოსვლა იწვევს ტარიფის მატებას. ძალიან უსიამოვნოა სიახლეა, რომელიც არ არის ერთადერთი. ასევე გვიძვირდება დისტრიბუციის საფასურიც. თავის მხრივ, ენერგომატარებლების წილი პურის ფასში 30%-ია. რაც ნიშნავს ეს მატება, როცა ისედაც ძალიან მაღალი იყო ფასი, არ მესმის, " - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, სემეკის გადაწყვეტილებით, საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები