ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და 23 იანვარს თეატრის წინ შეკრებას აანონსებს, სადაც ახალი თეატრი მანიფესტს წარადგენს.
"21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა!
ჩვენ ვიწყებთ!
გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს 23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ! სადაც წარმოგიდგენთ "ახალი თეატრის” საპროტესტო მანიფესტს!
შევხვდებით თეატრის წინ
დავით აღმაშენებლის გამზირი #127", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა ანდრო ჭიჭინაძე და საპროტესტო აქციის მონაწილე კიდევ 10 ბრალდებული.