მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს რევოლუციური გადაწყვეტილება იქნება“ - რას შეცვლის საერთაშორისო გადაზიდვებში Translive-ის მსგავსი პლატფორმის შექმნა?

63dabd0d7092f
ალა ისპირიანი
01.02.23 23:34
835
Translive-ი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბაზრის მოთამაშეებს ლოგისტიკის დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევების ციფრულ გადაწყვეტას სთავაზობს.

Translive-ის მეშვეობით შესაძლებელია ტვირთის ადგილმდებარეობის მუდმივი ხედვა, შეუფერხებელი კომუნიკაცია დამკვეთს, გადამზიდავ კომპანიასა და მძღოლს შორის, რაც პროცესზე სრული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. ასევე მისი საშუალებით,რეგისტრაციის გარეშე, შესაძლებელია შეუზღუდავი წვდომა აქტუალური მარშრუტების საბაზრო ფასებზე.

Translive-ის და "კაიროს ლოგისტიქსის" თანადამფუძნებელმა, მიხეილ ნამადოვმა „ საქმიანი დილის ეთერში განაცხადა, რომ Translive-ის მსგავსი პლატფორმის შექმნა ტვირთების გადაზიდვის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მისი დახმარებით პროცესი უფრო გამჭვირვალეა.

„ჩვენი ღრმა რწმენით ეს რევოლუციური გადაწყვეტილება იქნება. რადგან ჩვენ უნიკალურ ადგილას ვართ და საქართველოზე წლიდან წლამდე ტვირთების ნაკადი იზრდება. ჩვენ იმ კუთხით შევცვლით მდგომარეობას, რომ პროცესი ბევრად უფრო გამჭვირვალე იქნება. ფაქტობრივად დღეს გაქვს წვდომა ერთი ფანჯრის პრინციპით, რამდენიმე ათას სატვირთო მანქანაზე და გადამზიდზე, რაც ობიექტურობის მაქსიმალურ საშუალებას იძლევა“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ Translive-ი "ბენე ჯგუფის", "კაიროს ლოჯისტიკის" და "ლემონდუ ბიზნესის" მიერ შეიქმნა და ახლა მას 168 კლიენტი კომპანია, 2 000-მდე ავტომობილით 570 გადამზიდავი ჰყავს. კომპანიის გასული წლის ბრუნვამ კი 6 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები