მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს რომ მოხდეს, მგონი სახელმწიფოს გეგმა არ აქვს" - მიქაუტაძე ემბარგოს ალბათობაზე

5d0cb59a88c98
შოთა ტყეშელაშვილი
21.06.19 14:54
1503
ეკონომისტი გიგლა მიქაუტაძე ფიქრობს, რომ საქართველოს სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს რუსეთის ფედერაციაში ექსპორტს, თუმცა ამავდროულად, უნდა ხელი შეუწყოს იმას, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა სხვა ბაზრები აითვისონ.

“ჩვენ ეკონომიკას მხოლოდ რიცხვებით არ უნდა შევხედოთ, უნდა დავინახოთ იმ რიცხვების მიღმა შინაარსი. ფაქტია, რომ ბოლო წლებში, არის სექტორები რომლებიც ვითარდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ვითარდება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაზრდის ხარჯზე. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ემხრობა რუსეთთან რაღაც ბლოკადას, მაგრამ თუ ეს დისბალანსი, რუსეთსა და დანარჩენ ქვეყნებს შორის დაირღვა რუსეთის სასარგებლოდ, ეს ჩვენს უსაფრთხოებას დაარტყამს პირდაპირ და ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას აღმოაჩენს საფრთხის ქვეშ.

ავიღოთ მაგალითად, სოფლის მეურნეობის სექტორი და ღვინო. ჩვენ ვიცით, რომ კარგი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ როდესაც შეამცირა და გააუქმა საერთოდ ის სუსბსიდირება რაც არსებობდა. მაგრამ რის ხარჯზე მოხდა ეს საბოლოო ჯამში? ეს მოხდა სწორედ რუსეთში ექსპორტის ზრდის ხარჯზე და ეს ნიშნავს, რომ ხვალ ერთი ბრძანებით ჩაკეტავს რუსეთი ამ ბაზარს. ეს არაერთხელ უქნია საქართველოს მიმართულებითაც და სხვა ქვეყნების მიმართაც. მოლდოვას შეგახსენებთ, უკრაინას შეგახსენებთ. ეს იქნება დარგისთვის ძალიან დიდი შოკი, რა რეაქცია გვექნება ამაზე, ესაა კითხვა. მგონი სახელმწიფოს არ აქვს გეგმა, მე ასე ვიცი და აღმოვჩნდებით ისევ ძალიან კრიზისულ სიტუაციაში. ჩვენ არ უნდა შევუშალოთ ხელი რუსეთთან ექსპორტს, მაგრამ უნდა გავზარდოთ სხვა ბაზრების წილი,”- ამბობს მიქაუტაძე,

2019 წლის პირველი ხუთის თვის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთის ფედერაციაა. რუსეთში ექსპორტი $218 მილიონს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 28%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები