მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს შეიძლება ემსახურებოდეს პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას - გიორგი მსხილაძე იმპიჩმენტზე

გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურები შეიძლება ერთადერთ რამეს ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება.

მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი მის ვალდებულებას და იმ საარჩევნო დაპირებას ასრულებს, რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაა.

„საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება, პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციისთვის. ეს არის ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“. ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება. თავად იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ დროში გაწელილია, ამიტომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები