მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს სწორედ ის კრიტერიუმებია, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება ბანკის ინსაიდერების დადგენა"

5ca742b501a96
თელარა გელანტია
05.04.19 15:55
818
„მამუკა ხაზარაძემ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ ბატონი წერეთელი მისი მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი იყო წლების განმავლობაში. ეს კი სწორედ ის კრიტერიუმებია, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება ბანკის ინსაიდერების დადგენა“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც TBC ბანკის 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქცია დეტალურად აღწერა.

კობა გვენეტაძემ იგულისხმა „სამგორი ჯგუფის“ და „სამგორი ტრეიდის“ მფლობელი, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი, რომელიც ცნობილ ე.წ. 2008 წლის ტრანზაქციაში ფიგურირებს.

„სხვა მიზეზებს საერთოდ თავი რომ დავანებოთ, აღნიშნული ფაქტორების გამო, ბატონ მამუკას ამ ურთიერთობების შესახებ უნდა განეცხადებინა, რის შემდეგაც სესხები, გაცემის მომენტშივე, ინსაიდერულად დაკლასიფიცირდებოდა და ამ სესხების ამ ფორმით გაცემა ვეღარ მოხდებოდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები