მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს თემა იყო მოუგვარებელი წლების განმავლობაში - ღარიბაშვილი სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე

ღარიბაშვილი
BM. GE
28.09.23 17:09
14

სტატუსშეჩერებული სტუდენტების თემა იყო მოუგვარებელი წლების განმავლობაში, მანამდეც იყო ძალიან ბევრი დისკუსია ამ თემაზე, მე მოვიკითხე, მანამდეც დაწყებული მქონდა სანამ ეს საკითხი გახდებოდა ცნობილი და დავამუშავებინე განათლების მინისტრს აღნიშნული პრობლემა და გამოიკვეთა, რომ 30,000- მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული ჰქონდა სტატუსი, ეს იყო დაახლოებით ჯამში 40 მილიონი ლარის დავალიანება, მე დავავალე მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გამოენახათ გამოსავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მინისტრებმა გამართეს შეხვედრები და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ უნივერსიტეტს, რომელიც ჩაერთო ამ ინიციატივაში. მათ ჩამოაწერეს, გაუნულეს სტუდენტებს ეს დავალიანება და ჩვენ მათ რა თქმა უნდა შევთავაზეთ, პირდაპირ არჩევანი დავუყენეთ, რომ ან შეუძლიათ მათ ჩამოაწერონ ან არ ჩამოაწერონ, არ ჩამოწერის შემთხვევაში, რა თქმა უნდა ჩვენ შევიძენდით მათი დავალიანების პორტფელს - ასეც მოხდა რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის შემთხვევაში, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, აი ყველაზე მეტს ვინც ხმაურობდა თქვენი პარტია ნაც. მოძრაობა და ოპოზიცია, რომ თითქოს ძალიან აღელვებდათ ბედი სტუდენტების, სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა, მინდა იცოდეს ყველამ, ხალხმა, უარი გვითხრა ჩვენ, რომ ჩამოეწერათ სტუდენტებისთვის დავალიანება, ეს ერთი და მეორე იყო ბატონი ბენდუქიძის უნივერსიტეტი, ორმა უნივერსიტეტმა მხოლოდ უარი გვითხრა დავალიანების განულებაზე, რა თქმა უნდა ჩვენ მათ შევთავაზებთ, რომ ვიყიდით ამ დავალიანებას და ჩვენ ჩამოვაწერთ, ჩვენ ავუნაზღაურებთ, დანარჩენი სხვა ყველა ჩაერთო ამ პროგრამაში, ამაშიც გამოჩნდა, როგორ ზრუნავენ ისინი სტუდენტებზე და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კამპანია იყო აბსოლუტურად ყალბი, ისე როგორც თქვენ და სხვა ადამიანებს, სტუდენტებს იყენებენ ინსტრუმენტად საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს იყო აბსოლუტურად ყალბი კამპანია", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები