მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს ვერ იქნება ანაკლიის პროექტისთვის კარგი"- ცქიტიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის გამოძიებაზე

5d45c718456b5
ელენე გოგბერაშვილი
03.08.19 21:38
1160
ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მიმდინარე გამოძიება ბუნებრივია ვერ იქნება კარგი ანაკლიის პორტის პროექტისთვის, თუმცა ის არ ეთანხმება ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, როცა სწორედ მიმდინარე გამოძიებით ცდილობს პროექტის დაბრკოლებების მიზეზის ახსნას.

„კარგი ეს ვერ იქნება პროექტისთვის. არაფერი კარგი ამაში არ არის მაგრამ, თუმცა მაშინ, როცა კონსორციუმი ცდილობს მთავარი დაბრკოლების მიზეზების ახსნას მხოლოდ ამ გამოძიებით, ამ პოზიციას რა თქმა უნდა არ ვეთანხმები. რადგან ეს პრობლემბი არ წარმოიშვა 2019 წლის იანვარში, არამედ ჩვენ 2018 წლის ბოლოს აღმოვჩნდით იმ ვითარების წინაშე, როდესაც არათუ გადავადება, არამედ პრინციპულად მნიშვნელოვანი პირობა იყო წაყენებული ბანკების მხრიდან, რომელიც არის ისეთი ტიპის კომერციული რისკების დაზღვევა, ისეთი ტიპის გარანტიების გაცემა რომელზეც სახელმწიფო ვერ დათანხმდებოდა. ამიტომ ეს საკითხი პროკურატურის ძიებასთან დაკავშირებული არ არის. ისევე როგორც იმ 120 მილიონის მოძიება ,რომელიც დამფძნებელების საკუთარი შენატანია ამ პროექტში.

კონსორციუმი ამბობს, რომ 70 მილიონი აქვთ უკვე ინვესტორებული. გარკვეული თანხები რა თქმა უნდა ჩადებულია მაგრამ ეს არ არის 120 მილიონი და მათ სჭირდებათ დამატებთ 60 მილიონი, რომ ეს 120 მილიონი იქნას შევსებული.

ამ ნაწილშიც რომ კონსორციუმი აცხადებს, რომ მათ ეს თანხა აქვთ მოზუდული, სინამდვილეში წინსწარი შეთანხმებებია რამდენიმე ინვესტრთან და ეს შეთანხმებებიც არ არის დასრულებული. მეტიც ასეთი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორია, რომლის პირობაცაა სახელმწიფომ მისცეს ანაკლიის პორტის ექსკლუზიურობა. შესაბამისად ეს პროცესი არა რის დასრულებული.

კონსორციუმის და მისი დამფუძნებლებისგან ვისმენდით, რომ ეს შესაძლო ბრალდება აფერხებდა ამ პროექტის დაფინანსებას, თუმცა გარწმუნებთ ჩვენ ბანკებთან ერთი დღითაც არ შეგვიფერხებია სამუშაოები და შესაბამისად ბანკებს არ უთქვამთ უარი პროექტის დაფინანსებაზე თუნდაც იმიტომ, რომ პროკურატურას ჰქონდა კითხვები ცალკეულ დამფუძნებლებთან დაკავშირებით.

კონსორციუმი არ არის მხოლოდ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. 42%-ის დამფუძნებელი არის „კონტი ჯგუფი“, შესაბამისად ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ დამფუძნებლები მოახერხებენ როგორც ბანკებისთვის გარანტიების წარდგენას, ასევე საკუთარი კაპიტალსი მოზიდვას“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები