მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ესაა კონტროლისა და ზედამხედველობის სისტემის უსუსურობა"

5c4096d4a0d89
BM.GE
17.01.19 18:50
1953
ესაა კონტროლისა და ზედამხედველობის სისტემის უსუსურობა-ასე ეხმაურება დიღომში მომხდარ ტრაგედიას “თბილისი სითი ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი მამუკა სალუქვაძე. მისი თქით, ეს არ არის ერთი და ორი დღის პრობლემა და ესაა ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული სისტემური პრობლემები, რომელიც მსგავს სიტუაციებში თავს იჩენს ხოლმე.

“კონტროლისა და ზედამხედველობის სისტემის უსუსურობა, მაღალი დონის სპეციალისტების მკვეთრი დეფიციტი მმართველობის ყველა დონეზე, რეგულაციებისა და კანონმდებლობის ზედმეტი ლიბერალურობა, უვარგისი და უხარისხო პროდუქციისადმი ჩვენი შემგუებლობა და ამას დამატებული უყურადღებობა, გაუნათლებლობა, გულარხეინობა, სიხარბე...ჩვენ არ გვესმის და არ ვიცით, რა არის პრევენცია, ჩვენ არ გვესმის და არ ვიცით, რა დროს როგორ უნდა ვიმოქმედოთ, მკაცრი ინსტრუქციით, მაღალი დისციპლინით, ჩვენდა სამწუხაროდ”-აცხადებს სალუქვაძე

მისი თქმით, პრაქტიკამ უკვე აჩვენა, რომ მთელი პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარებით, პრობლემები არა თუ არ ქრება, არამედ უფრო მრავლდება.
 
“ვიმედოვნებ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მოგვცემს სრულ და ამომწურავ პასუხს ამ კონკრეტულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. მთავარ კითხვებსა და გამოწვევებს კი ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვუპასუხოთ, რისთვისაც აუცილებელია უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართულობით, ფართო განხილვების უზრუნველყოფა და კონკრეტული რეკომენდაციების ჩამოყალიბება, რომელთა შესრულების კონტროლზეც სწორედ ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა”-აცხადებს სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები