მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეშმაკი ამ კანონის იდეაშია ... თევზი თავიდან ყარს - Free Uni-ს რექტორი "რუსულ კანონზე"

რექტორი

"ეშმაკი ამ კანონის იდეაშია", - ასე აფასებს "რუსულ კანონს" თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი. ვატო ლეჟავა BMG-სთან აღნიშნავს, პროექტი სულისკვეთებით რუსულია.

"ცხადია, გავეცანი და ეშმაკი თვითონ ამ კანონის იდეაშია. როგორც იტყვიან, თევზი თავიდან ყარს და მილიონობით ქართველისთვის თავიდანვე ნათელი გახდა სიდამპლის სურნელი, რომელიც ამ კანონს თან სდევს. თავისი სულისკვეთებით ნამდვილად რუსული კანონია. რა შეიძლება მოუტანოს [ქვეყანას], შეხედეთ რუსეთს და ნახავთ, რასაც მოუტანს. ეს არის ადამიანების და იდეების სტიგმატიზაცია, მათი სიკეთეების მტრად ასახვა", - აღნიშნა ვატო ლეჟავამ.

როგორც პროფესორი აღნიშნავს, თუ "ქართული ოცნების" კანონპროექტი კანონად იქცევა, საქართველოს საგარეო კურსი შეიცვლება.

"ეს კანონპროექტი კანონად თუ იქცა, ქვეყანაში ატმოსფეროს ცვლის და ეს ყველას შეეხება, სტუდენტი იქნება, ექიმი თუ დურგალი. ეს არის კანონპროექტი, რომელსაც უნდა განსხვავებული ატმოსფეროს შექმნა ქვეყანაში, სადაც არიან “ბოროტები და კეთილები” და კეთილები ამარცხებენ ბოროტებს, თუმცა ცხადია, ეს ჩანაცვლებულია. სიკეთესა და ბოროტებას ეს კანონი განსაზღვრავს და არა ის ეთიკური და მორალური კრიტერიუმები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები