მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესკო: 8 თვეში ელექტროენერგიის ექსპორტი დაახლოებით 14%-ით შემცირდა

5ba1e943ce20f
დავით ჯალაღონია
19.09.18 10:20
776

ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციულმა ოპერატორმა საქართველოში ელექტროენერგიის ბალანსის აგვისტოს მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

ესკო-ს მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 588.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (684.7 მლნ კვტ.სთ) დაახლოებით 14%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება იმპორტს, 2017 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებთან (962.4 მლნ კვტ.სთ) შედარებით, მიმდინარე წლის 8 თვეში, თითქმის 28%-ით შემცირდა.

ბაზრის ოპერატორმა გენერაციის ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სტატისტიკაც გამოაქვეყნა. 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ენერგოობიექტებმა საერთო ჯამში, 8 მლრდ 630.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოება შეძლეს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (7 მლრდ 834.6 მლნ კვტ.სთ) 9%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები