ესკო-ს ბოლო მონაცემებით, ელექტროენერგიის მოხმარება 8%-ით გაიზარდა
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ინფორმაციით, საქართველოში, 2018 წლის იანვარ-ივნისში, ელექტროენერგიის მოხმარებამ 6 მილიარდ 739.9 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.
აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (6 მილიარდ 254.5 მილიონი კვტ.სთ), 8%-ით მეტია.
რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, ამ რეგიონმა 2018 წლის პირველ ნახევარში მილიარდ 21 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2017 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებს (მილიარდ 96.7 მილიონი კვტ.სთ) დაახლოებით, 7%-ით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონი "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება.