ესკო–ს სტატისტიკა: ჰესების გენერაცია გაიზარდა, ქარის სადგურის – შემცირდა
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ–მაისში მარეგულირებელმა ჰესებმა 2 მილიარდ 875.6 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (2 მლრდ 249.0 მლნ კვტ.სთ) 22%-ით აღემატება.
გარდა ამისა, ამავე პერიოდში სეზონური ჰესების გამომუშავება დაახლოებით, 12%-ით, 2 მლრდ 071.6 მლნ კვტ.სთ–მდე გაიზარდა.
ჰიდროელექტროსადგურებისგან განსხვავებით, 2018 წლის პირველ ნახევარში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბოსადგურების გენერაცია 10%-ით, 994.6 მლნ კვტ.სთ–მდე შემცირდა.
ესკო–ს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, დაახლოებით 15%-ით შემცირებულია „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. ამ ობიექტმა, ესკო–ს ფაქტიური მონაცემებით, გასული წლის იანვარ–ივნისში 47.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, 2018 წლის პირველ ნახევარში კი – 40 მლნ კვტ.სთ.