მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანელ მილიარდერს პიკასოს ნახატის ქვეყნიდან გატანის გამო პატიმრობა და 52 მილიონის ჯარიმა შეუფარდეს

5e299b47dd8a3
ნათია თაქთაქიშვილი
23.01.20 19:20
1175
ამერიკული Forbes-ი წერს, რომ ესპანელ მილიარდერს ჰაიმე ბოტინს, რომლის ქონებაც 1,7 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, 18-თვიანი პატიმრობა და 52,4 მილიონი ევროს (60.1 მილიონი აშშ დოლარი) ჯარიმა შეეფარდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მილიარდერი საკუთარი იახტით უკანონოდ ცდილობდა პიკასოს ნახატის - „ახალგაზრდა გოგონას თავის“ გატანას ესპანეთიდან.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ უნდა მოხდეს ნახატის კონფისკაცია და ის სახელმწიფოს გადაეცეს. მილიარდელს გასაჩივრების უფლება აქვს.

მართალია, ამ ნახატის მეპატრონე თავად ბოტინია, მაგრამ პიკასოს შედევრი რამდენიმე წლის წინ ესპანეთის ეროვნულ საგანძურად აღიარეს, ამიტომ მისი გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ აკრძალულია.

ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხელოვნების ნებისმიერი ქმნილება, რომლის ასაკი 100 წელს აღემატება და ქვეყნის ისტორიისა და კულტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეროვნულ საგანძურად ცხადდება, იმის მიუხედავად, არის თუ არა ის კერძო საკუთრებაში. თუ მეპატრონეს მათი ქვეყნიდან გატანა სურს, ესპანეთის კულტურის სამინისტროდან სპეციალური ნებართვა უნდა მიიღოს.

აღსანშნავია, რომ პაბლო პიკასომ “ახალგაზრდა ქალის თავი” 1906 წელს დახატა, როდესაც ის კატალონიური ფერწერის და პირინეის ნახევარკუნძულის მხატვრობის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ნახატის ამჟამინდელი ღირებულება 26 მილიონი ევროა.