მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ესპანეთის ეკონომიკა - ეკონომიკური ზრდის წარმატებული მოდელი

5b2bd30f31091
BM.GE
21.06.18 21:00
7987
ესპანეთი, ეს არის ქვეყანა, რომლის ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე, მსოფლიო რეიტინგში კი მე-12 -ე პოზიციას იკავებს. ესპანეთში მსგავსად სხვა პოსტინდუსტრიული ქვეყნებისა, წამყვანი პოზიცია მომსახურების სფეროს უჭირავს. უდიდესია ტურიზმის როლიც. მრეწველობაში კი, ძირითადად უცხოური კაპიტალის დახმარებით ვითარდება ულტრათანამედროვე დარგები. მიმდინარეობს ტრადიციული დარგების მოდერნიზაცია და მნიშვნელოვანია აგრობიზნესის როლიც. ეს არის ქვეყანა, სადაც მსყიდველობითუნარიანობის ინდექსი ერთ–ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, ეკონომიკური ზრდა კი, ძირითადად ტექნოლოგიური სექტორის განვითარებამ განაპირობა. ეს ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, სადაც, მოსახლეობის დაახლოებით 2.5% სოფლის მეურნეობის სექტორშია ჩართული და ძირითადად ყურადღებას, ზეთისხილს, მეციტრუსეობას, მევენახეობასა და ღვინის წარმოებას უთმობენ.

სოფლის მეურნეობა

აქ დამუშავებული მიწის 20% ხორბლის ნარგავებს უჭირავს, 60% კი, ბოსტნეულს. დანარჩენ ტერიტორიაზე, ბრინჯი, თამბაქო და ნუშის ნერგებია განთავსებული. ციტრუსების ექსპორტით ესპანეთს ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში. გარდა ამისა, ქვეყანას უმსხვილესი თევზჭერის ფლოტიც აქვს, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია და მოწინავე პოზიცია უკავია ზღვის პროდუქტებისა და თევზის მოპოვება–გადამუშავებაში. ასევე წარმატებით ვითარდება ქვეყანაში მეცხოველეობაც და მრეწველობაც. მაგალითად, მანქანების, სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარები წარმოების წლიური ბრუნვა, დაახლოებით 49 მილიარდ ევროს აჭარბებს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6%–ია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთი მსოფლიო ბაზარზე პირველ ადგილს იკავებს კომერციული ავტოტრანსპორტის წარმოების მიმართულებითაც.

ტურიზმი

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, კოსტა–ბრავა ... ეს იმ ქალაქების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი იყრის თავს და რომელთა წყალობითაც ესპანეთი, საფრანგეთის შემდეგ, ევროპაში რიგით მეორე მონახულებადი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. ამიტომაც, 2017 წელს მას, ჯამში 82 მილიონი ადამიანი ესტუმრა, მათი რაოდენობა კი, ყოველწლიურად იზრდება, რადგან ესპანეთში მოგზაურობა, ნიშნავს შეხვედრას მზესთან, შესანიშნავ სამზარეულოსთან, სტუმართმოყვარეობასთან და უძველესი ცივილიზაციის ნაკვალევთან. ამ ყველაფრის გამო კი, წლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში 80 მილიარდი დოლარი შედის. თავად ტურიზმის ინდუსტრიაში კი, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი მილიონია დასაქმებული. ასევე დიდია სახელმწიფოს როლი და მხარდაჭერა დარგის განვითარების პროცესებში.


ექსპორტ–იმპორტი


გარდა ტურიზმისა, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მანქანათმშენებლობის სექტორსაც, რომლის წარმოების უდიდესი ნაწილი ექპორტზეა ორიენტირებული, ამიტომაც ესპანური მანქანები და სამრეწველო მოწყობილობები მსოფლიოს მასშტაბით ათასზე მეტ ქვეყანას მიეწოდება. გასული საუკუნის ბოლოდან კი, ქვეყანაში მეტალურგიული საქმიანობა დაიწყო. ძირითადი აქტივები ჩრდილოეთ რეგიონებში მდებარეობს, სადაც დიდია რკინისა და ქვანახშირის მარაგები. ხოლო ფერადი მეტალურგია ტყვიის და თუთიის მოპოვებაზეა ორიენტირებული. რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, ის პირდაპირ იმპორტზეა დამოკიდებული, რადგან საკუთარი ნავთობის რაოდენობა, მოთხოვნის მხოლოდ 7%–ს აკმაყოფილებს. თუმცა მიუხედავად ამისა, დიდია ქარის ენერგიის წილი, რაც მსოფლიო მასშტაბით 10%–ს შეადგენს. სამომავლოდ კი, სახელმწიფო ორი ათასი მეგავატის სიმძლავრის ახალი ქარის სადგირების მშენებლობას გეგმავს.


შრომითი ბაზარი

ესპანეთს ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი შრომის ბაზარი აქვს. მას შემდეგ, რაც 2010 წელს ქვეყანაში შრომითი რეფორმა განხორციელდა, თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება გაცილებით მარტივი გახდა, ვიდრე ეს აქამდე იყო. ხოლო საშუალო ხელფასი აღარ არის ფიქსირებული და დამოკიდებულია თანამშრომლის კვალიფიკაციის ხარისხზე, თანამდებობასა და იმ ორგანიზაციის შესაძლებლობებზე, სადაც ის მუშაობს. დღევანდელი მონაცემებით, უმუშევართა რაოდენობა ქვეყანაში 10%–ზე ქვევით არ ჩამოდის, ამ მაჩვენებელთან ბრძოლის მთავარ მექანიზმად კი, ქვეყანაში განათლება სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები