საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მსოფლიოში წამყვან მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ბაჩიაშვილი აცხადებს, ერთ-ერთი ინვესტორი, რომელიც საქართველოში ქარისა და მზის ელექტროსადგურებით დაინტერესდა ესპანური კომპანია ACCIONA-ია.
„ფორუმის ფარგლებში შევხვდით რამოდენიმე ძალიან საინტერესო კომპანიას, რომლებიც სხვადასხვა დარგებში მოღვაწეობენ. ერთ-ერთი იყო ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ესპანური კომპანია ACCIONA, რომელიც დაინტერესდა საქართველოში ქარისა და მზის ელექტრო სადგურებით და შევთანხმდით, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში ისინი გამოგზავნიან თავის წარმომადგენლებს, რათა დეტალურად შეისწავლონ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი.
ასევე, შევხვდით VPS Healthcare-ს, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მოღვაწეობს და გარდა საავადმყოფოებისა, აქტიურადაა ჩართული სამედიცინო განათლების სფეროში“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

























