მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ესპანური ინვესტიციით შექმნილი კომპანია ქუთაისის თიზ-ში სპირტის წარმოებას იწყებს

587c87dfa88b5
სალომე მეცხვარიშვილი
16.01.17 13:10
2103
ესპანური ინვესტიციით შექმნილი კომპანია ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში სპირტის წარმოებას იწყებს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" ჩინური "ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა, სპირტის ქარხნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება უახლოეს თვეებში მოხდება.

ამჟამად მიმდინარეობს დანადგარების და რეზერვუარების მონტაჟი. ნიბლაძის ცნობით, "იბერიკა სპირიტს" სპირტის გამოშვებას დაახლოებით 3 თვეში დაიწყებს.  ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 5 მილიონი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები