მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ესპანური კომპანია რაჭაში მეღორეობის ფერმას აშენებს - ქართული ღორის მოშენებაში 15 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

5892031c642bb
სალომე მეცხვარიშვილი
03.02.17 09:30
15121
ესპანური კომპანია NATIVE Georgian რაჭაში მეღეორების ფერმას აშენებს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" ესპანური კომპანია NATIVE Georgian-ის წარმომადგენელმა ვასილ ბაბლუანმა განუცხადა, პირველ ეტაპზე კომპანია აპირებს, საქართველოში ქართული ჯიშის ღორის მოშენებას, შემდეგ კი პროექტში სახელმწიფოსთან ერთად ფერმერების ჩართვას. ღორების მოშენებისა და გამრავლების პროექტში კომპანიასთან ერთად საპარტნიორო ფონდი და სოფლის მეურნეობის კვლევის ცენტრი მონაწილეობენ.

როგორც ვასილ ბაბლუანი აცხადებს, პროექტი 8-წლიანია და სავარაუდო ინვესტიცია 10-15 მილიონამდე იქნება. პირველ ეტაპზე კომპანია ქართული ღორების მოსაშენებლად ფერმას რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ღარში ააშენებს. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კი იგეგმება ღორების ფერმების მშენებლობა საქართველოს 9 რეგიონში, მათ შორის, კახეთში, ზემო აჭარაში, სვანეთში,გურიაში, ზემო იმერეთში, თიანეთსა და დუშეთში.

"ეს პროექტი იქნება ქართველი ფერმერების ჩართულობით, მათ სახელმწიფოს მხარდაჭერით მივცემთ გამოყვანილ ღორის ჯიშს, აუშენდებათ ფერმები, რომ რაც შეიძლება მეტი ღორის მოშენება შევძლოთ. შემდეგ კი ჩვენ მათგან გარანტირებულად შევიძენთ ამ ღორს",- აცხადებს NATIVE Georgian-ის წარმომადგენელი.

პროექტის ფარგლებში გაზრდილი ღორების შემსყიდველი თავად კომპანია NATIVE Georgian იქნება, რომელიც ხორცს დაამუშავებს და პირველად საქართველოში ხამონს აწარმოებს.

პროდუქცია პირველ რიგში ქართულ ბაზარს დააკმაყოფილებს, შემდეგ კი ექსპორტზეც გავა.

ესპანური კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, აღმოჩნდა, რომ ქართული ღორი ძალიან ახლოს დგას ესპანური ჯიშის ღორთან, რომლითაც ხამონი მზადდება, სწორედ ამიტომ, ესპანურმა კომპანიამ საქართველოში შემოსვლა გადაწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები