მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ესპანური კვარტალის" საინჟინრო სისტემების სრულ საპროექტო სამუშაოებს "იმპოსტი მეპ"-ის შვილობილი კომპანია "იმეპ პროჯექთ" ასრულებს

ელტ
03.04.24 13:22
1238

თბილისში, პირველ "ესპანური კვარტალი" შენდება, რომელიც ახალ საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექს აერთიანებს. პროექტი ქალაქის შუაგულში, მდინარე მტკვრისა და ძველი თბილისის პანორამულ ხედებით, ქალაქის ცენტრიდან 10 წუთის მანძილზე, ჰოლბრუკის ქუჩაზე განთავსდება.

"ესპანური კვარტალის" საინჟინრო სისტემების სრულ საპროექტო სამუშაოებს ,,იმპოსტი მეპ''-ის შვილობილი კომპანია ,,იმეპ პროჯექთ'' ასრულებს.

"ესპანური კვარტალი", რომელიც 9,000 კვ. მ-ზე იქნება განთავსებული, გამორჩეული არქიტექტურის მქონე 2 კომპლექსს, განსხვავებული ფართობისა და დიზაინის აპარტამენტებსა და ულამაზეს ტერასებს აერთიანებს. "ესპანური კვარტალის" მშენებლობა საერთაშორისო კომპანია "Barceló Hotel Group"-თან პარტნიორობით ხორციელდება.

„ესპანური კვარტალი თბილისში“ -„ELT Building“-ის პირველი პროექტია დედაქალაქში, რომლის საინვესტიციო ღირებულება $50 მლნ-ს აჭარბებს.

კომპანია, "იმპოსტი მეპ", რომელიც მომხმარებლებს საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და მოწყობას მაღალი ხარისხის პროდუქციით, მაღალტექნოლოგიური მიდგომებით და თანამედროვე სტანდარტების დაცვით სთავაზობს, "ELT Building"-თან აქტიურად თანამშრომლობს და ბათუმის ახალ ბულვარში, 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მშენებარე ''MARINA CLUB'' -ის სრულ საპროექტო სამუშაოებსაც ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები