მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Esports Insider-ი და SMH Sports-ი თანამშრომლობას იწყებენ

eSports-ის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა, Esports Insider-ი და ქართული მედიაკომპანია, SMH Sports-ი სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებში ერთობლივ გაფართოებას გულისხმობს. როგორც Esports Insider-ის დამფუძნებელი და დირექტორი, სემ კუკი აღნიშნავს, ქართულ კომპანიასთან პარტნიორობა - რევოლუციური გადაწყვეტილებაა. კომპანიების ინფორმაციით, სტრატეგიული პარტნიორობა ისეთ ქვეყნებს მოიცავს, როგორიცაა საქართველო, უზბეკეთი, ყაზახეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. სემ კუკის თქმით, SMH Global-თან პარტნიორობით,ქვეყნებში eSports-ის გამოცდილება რადიკალურად შეიცვლება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები