მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესთეტიკური მედიცინის ცენტრმა - „პერ ტე“, სასწავლო ცენტრი გახსნა

64147596728fe
ნანუკა ნარიმანიძე
19.03.23 21:35
1251
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „პერ ტე“ 2021 წელს დაარსდა და ის მომხმარებელს კოსმეტოლოგიურ მომსახურებას, ლაზეროთერაპიასა და მასაჟს სთავაზობს. კომპანიას გარდა სხვადასხვა სერვისებისა, სასწავლო ცენტრი და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებიც აქვს, რომელიც ქალებს პროფესიის უკეთ შესწავლასა და დასაქმებაში ეხმარება, - საკითხზე ვრცლად ესთეტიკური ცენტრის დამფუძნებელმა ნათია აბულაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

„ვინაიდან ტრენერის ლიცენზია და 8-წლიანი გამოცდილება მქონდა, ცენტრის გახსნიდან ერთ თვეში დავამატეთ სასწავლო ცენტრი, დღეს ამ სფეროში შესწავლის ძალიან დიდი სურვილია, გარდა ამისა, მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამატეთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე ამ სფეროში ფიგურირებენ და უფრო მეტის შესწავლა სურთ“, - განმარტა დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად კურსები მხოლოდ ლაზეროთერაპიაში ტარდებოდა, მაგრამ დიდი გამოხმაურებისა და მომხმარებლის სურვილის შესაბამისად, კომპანიამ მასაჟისა და კოსმეტოლოგიის კურსებიც დაამატა.

„პერ ტემ“ ჩატარებული კურსებით დღეისთვის 30 ქალი დაასაქმა, ამ რიცხვში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოსწავლეებიც არიან. აღსანიშნია ისიც, რომ გასულ წელს, კომპანიამ პროექტი „ქალები ქალებისთვის“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ქალბატონებმა სრულიად უსასყიდლოდ შეისწავლეს ლაზერის პროფესია: „ვიფიქრე, ძალიან კარგი იქნებოდა ქალების დახმარება და მათი გაძლიერება, სწორედ ამიტომ, ქალთა ფონდი „ფემინას“ დახმარებით შევარჩიეთ ქალბატონები, რომლებსაც უფასო სასწავლო კურსები ჩაუტარდათ ლაზეროთერაპიაში“, - დასძინა მან.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ნათია აბულაშვილი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში ახალი პროექტი დაანონსდება, რომელიც ასევე უსასყიდლო იქნება მსურველთათვის, პროექტის წარმართვაში კი კომპანიას ის ქალები დაეხმარებიან, რომლებმაც გასულ წელს მიიღეს პროექტში მონაწილეობა და სერტიფიკატები აიღეს.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ნათია აბულაშვილმა თქვა, რომ 2023 წლისთვის გრანდიოზული გეგმები გვაქვს:" გვსურს გავაფართოოთ მომსახურება და ცენტრში მოსულ მომხმარებელს შევთავაზოთ ყველა ის სერვისი, რომელიც ესთეტიკურ მედიცინაში არსებობს“.

ცნობისთვის, ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „პერ ტეს“ ერთი ფილიალი აქვს და 12 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები