ჰანეს საარპუ ესტონეთიდან რამდენიმე პარტნიორთან ერთად ჩამოვიდა და ჩაის პლანტაციები გააშენა წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთში. მისი თქმით ,,ქართულ ჩაის'' ის დიდება უნდა დაუბრუნოს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს გააჩნდა.
რას მოიცავს თქვენი ბიზნესი და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?
ჩვენ დავაარსეთ ქართული კომპანია Renegade Tea და ჩავდეთ ინვესტიცია იმისათვის, რომ დავუბრუნოთ ჩაის ინდუსტრიას ძველი სახელი. ამჟამად ჩვენ ჩაის 2 პლანტაცია გვაქვს, რომელიც 35 ჰა ფართობს მოიცავს, წლის დასაწყისში კი მესამე პლანტაციის გაშენებას ვგეგმავთ. ამ პროექტის დაწყება 2 მთავარი მიზეზის გამო გადავწყვიტეთ. 1) ჩვენ ძალიან ვწუხდით იმ სამწუხარო ბედის გამო, რომელიც ქართულ ჩაის ერგო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ვგრძნობდით, რომ ქართული ჩაი იმსახურებდა უკეთეს პირობებს, ამის მისაღწევად ჩვენი უნარები და გამოცდილება გამოვიყენეთ. 2) ჩვენ ვხედავთ საქართველოს შესანიშნავ პოტენციალს, როგორც ბუნებრივი ჩაის მიწოდების ერთ-ერთ მთავარ ლიდერს, განსაკუთრებით თუ დაფასოებული ჩაისა და ტურიზმს კომბინაციაში მოვიყვანთ. ორივე სექტორს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი აზრით მათი შერწყმით დიდი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი.
იყო თუ არა ადვილი საქართველოში ბიზნესის დაწყება? როგორც იცით უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა აიკრძალა. როგორ მოაგვარეთ ეს პრობლემა?
საქართველოში ბიზნესის დაწყება საკმაოდ ეფექტური და მარტივი აღმოჩნდა. ჩვენ დიდი მხარდაჭერა მივიღეთ სხვადასხვა ადგილობრივი სააგენტოებიდან, ასევე საქართველოში ესტონეთის საელჩოსგან მივიღეთ სწორი კონტაქტები. სამწუხაროდ შეუძლებელია სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა, მიუხედავად ამისა ჩვენ პროექტი არ შეგვიჩერებია. გადავწყვიტეთ, 25 წლიანი იჯარით აგვეღო მიწა.
როგორია თქვენი შემოსავლები და რამდენი ადამიანია თქვენს კომპანიაში დასაქმებული?
ჯერ-ჯერობით შემოსავალი არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არ ვაწარმოებთ ჩაის. მცირე წარმოებას 2018 წლის მეორე ნახევრისთვის ვგეგმავთ. რაც შეეხება ინვესტიციას, მას სრულად ჩვენ უზრუნველყოფთ. 2018 წლის ბოლოსთვის 20 ადგილობრივს დავასაქმებთ. ჯერ-ჯერობით შემოსავალი არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არ ვაწარმოებთ ჩაის. მცირე წარმოებას 2018 წლის მეორე ნახევრისთვის ვგეგმავთ, რაც შეეხება ინვესტიციას, მას ჩვენი ხარჯებით უზრუნველვყოფთ. 2018 წლის ბოლოსთვის 20 ადგილობრივს დავასაქმებთ. 2022 წლისთვის, როცა სრულად დავიტვირთებით უკვე 200-ზე მეტი ადამიანი იმუშავებს ჩვენთან.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენი სამომავლო გეგმა პატარა კომპლექსის შექმნაა, რომელშიც შევა ჩაის საწარმო, ვიზიტორთა ცენტრი და პატარა სასტუმროები პლანტაციებში, ეს ყველაფერი იმერეთის რეგიონში განხორციელდება. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს მაღალი ხარისხის ბუნებრივი ჩაის წარმოების კუთხით. მოთხოვნა ასეთ ჩაიზე გაცილებით დიდია ვიდრე მიწოდება და ის კიდევ უფრო იზრდება. ჩვენი ხედვა ქართული ჩაის განვითარების კუთხით სწორედ ასეთია. მას აქვს პოტენციალი იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე. ქართული ჩაის ფასი საკმაოდ მაღალია მასობრივი პროდუქციისთვის, შედარებას აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ვაკეთებთ. გარდა ამისა, ჩაის პლანტაციების არსებობა ტურისტების მოზიდვის კუთხითაც ნაყოფიერი იქნება. ამ კონკრეტული სეგმენტის დამატება ტურიზმისთვის სარგებლის მომტანი იქნება და შესაძლებლობას მისცემს კონკურენცია გაუწიოს ევროპის ქვეყნებს
და ბოლოს, თქვენი აზრით ბიზნესის კეთების თვალსაზრისით რა პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას?
საქართველოს ბევრი უნიკალური თვისება აქვს საიმისოდ, რომ გახდეს წარმატებული ადგილი ბიზნესისთვის. ეფექტურობა გამწვირვალე საჯარო სექტორი, უფასო ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან ბაზრებთან, როგორიცაა ევროკავშირი და ჩინეთი, ძალიან მარტივი საგადასახადო სისტემა და ინვესტორებისთვის კომფორტული მუნიციპალიტეტები.
თუმცა ცხადია არის პრობლემები, რომელიც იმედს ვიქონიებთ რომ აუცილებლად გადაიჭრება, მათ შორის:
1)კვალიფიციური მუშახელი ვინც უცხო ენებზე საუბარს შეძლებს, განსაკუთრებით რეგიონებში
2)საერთო ბიზნეს აქტივობა ძალიან დაბალია, ზოგიერთ სერვისზე ან პროდუქტზე მცირე მიწოდებაა - ეს დახურულ წრეს გავს - მყიდველების არ არსებობა ნიშნავს გამყიდველების არ არსებობასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერავინ შეძლებს ყიდვას, მსურველის გამოჩენის შემთხვევაშიც. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია კრედიტზე ხელმისაწვდომობა, რადგან უამრავ ადამიანს არ შეუძლია ბიზნესის დაწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო აქტივობა უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია
3)პატარა სოფლებსა თუ ქალაქებში ადამიანებს არ აქვთ ხანგრძლივი და სტაბილური სამსახური. ეს იწვევს მოლოდინებისა და ცხოვრების სტილის ხშირ ცვლას

























