მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ესტონეთი ქართველი IT სპეციალისტების მოსაზიდად კამპანიას იწყებს

5b7d45a91aa97
BM.GE
22.08.18 15:13
987
ესტონეთი, ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, იწყებს დასაქმების პროგრამას სახელად Career Hunt. პროგრამა ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წამყვან კომპანიებთან ერთად და მიზნად ისახავს ქართველი სპეციალისტების მოძიებას, რომლებიც იბრძოლებენ წამყვანი პოზიციების დასაკავებლად ისეთ საერთაშორისოდ ცნობილ კომპანიებში, როგორებიცაა: Taxify, Twilio, Microsoft, Veriff და Swedbank.

შერჩეული კანდიდატები 5 დღიანი ვიზიტით გაემგზავრებიან ესტონეთში, სადაც ისინი შეხვდებიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გიგანტებს, ეწვევიან NATO-ს კიბერთავდაცვის ცენტრს, დაესწრებიან ყველაზე მასშტაბურ რობოტიკსის ფესტივალს რობოტექსი და მიეცემათ შანსი, მიიღონ მონაწილეობა დასაქმების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ გასაუბრებებში.

საერთაშორისო დასაქმების პორტალი Jobbatical ეხმარება დამსაქმებლებს, მოიძიონ შესაფერისი კანდიდატები და გამართონ წინასწარი გასაუბრებები. Jobbatical-ის აღმასრულებელი დირექტორის, კაროლი ჰინდრიკსის თქმით, ტექნოლოგიების სექტორში კადრების ნაკლებობა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა და ესტონეთი აღნიშნული კამპანიებით ცდილობს შეცვალოს კადრების მოძიების არსებული მეთოდი.

„ვაკანსიების თაობაზე უბრალო რეკლამები აღარ არის საკმარისი. დღეს ადამიანებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ გადაადგილების, ვიდრე მანამდე და მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ინფორმაცია ეფექტური გზებით მიაწოდო“- ამბობს Jobbatical-ის აღმასრულებელი დირექტორი, კაროლი ჰინდრიკსი.
ბოლო დეკადასთან შედარებით, ტალანტებზე ნადირობამ ექსტრემალური სახე მიიღო, ამბობს ჰინდრისკი.
იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ესტონეთში კარიერის გაგრძელებით და ცხოვრებით, Career Hunt აძლევს შანსს ყოველგვარი დანახარჯის გარეშე ეწვიონ ქვეყანას და მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები. პროგრამა, მონაწილეებს სთავაზობს, შეხვდნენ დამსაქმებლებს და მიიღონ გამოცდილება იმ ყველაფრისგან, რასაც ტალინი და ესტონეთი შესთავაზებთ მათ.

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 2018 წლის 23 სექტემბრამდე, ელექტრონულად შემდეგ ბმულზე:  https://careerhunt.eu/.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები